მთავარი ციტატა

“ჩხარტიშვილმა ჩვენგან მოპარული ანაბრები მიიტანა ეკლესიაში და ცოდვები გამოისყიდა”

“ბიძინა ივანიშვილს უნდოდა დაენიშნა თავისი პატრიარქი. ვანო ჩხარტიშვილმა ჩვენგან მოპარული ანაბრები მიიტანა ეკლესიაში და ცოდვები გამოისყიდა. რატომ უნდა მართავდნენ საპატრიარქოს არ არჩევდნენ პატრიარქს ჩხარტიშვილი და ვასაძე?! ყველაფერს მოხუც პატრიარქს ნუ დავაბრალებთ, ნუ ავიღებთ ამ ცოდვას. დამნაშავეა პოლიტიკური მამონი, რომელსაც ყველაფრის ხელში ჩაგდებას უნდა”

შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი

ეს განცხადება შალვა ნათელაშვილმა “რეაქციაში” გააკეთა

შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.

როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

იტვირთბა....