ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დავიწყებ ყველა იმ ინფორმაციის გასაჯაროებას, რომელსაც ესე გულმოდგინედ უფრთხილდებოდით” – მუქარა TV პირველის მისამართით

“TV პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ტელეკომპანიის მისამართით გაგზავნილი მუქარის შემცველი ტექსტია აღბეჭდილი.

“რამდენიმე წუთის წინ ეს მუქარა მივიღეთ ტვ პირველში !!! ჩვენს სერვერზე განსაკუთრებული არასდროს არაფერი ინახებოდა. სერვერი ემსახურება გადაცემების ეთერში გაშვებას და დღის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტების გადაღებული მასალების არქივს. კიბერშეტევის შემდეგ ეს სერვერი დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. არ ვიცით, რა გეგმა დგას დღეს ჩვენთან გამოგზავნილი წერილის უკან. მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მიმართონ შესაბამის ღონისძიებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენი სერვერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გადაცემების ეთერში გასვლას”, – წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.

ფოტო:

იტვირთბა....