ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვისი დაწერილია წერილი, გახარიასი, ივანიშვილის თუ კოლექტიურად” – ხაზარაძე

“ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მედიას ე.წ მუქარის წერილთან დაკავშირებით განუცხადა, რომ წერილი გახარიასგან მიიღო და ვისი დაწერილია, გახარიასი, ბიძინა ივანიშვილის, მისი კარნახით თუ კოლექტიურად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ხვალ ადვოკატები შეიტანენ განცხადებას პროკურატურაში, რომ საქმეზე ინფორმაცია მიიღონ.

„უახლოეს დღეებში, ალბათ ხვალ, ჩვენი ადვოკტები შეიტანენ მეორე წერილს, რომ გავერკვეთ სად დგას საქმე, რატომ არ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და დაველოდებით ძალიან მშვიდად მათ პასუხს.

ჩვენი შემდგომი ნაბიჯი, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, იქნება პროკურატურის და ასევე სასამართლო სისტემის დემონტაჟი და ძალიან სწრაფად მათი ჩანაცვლება, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში კანონიერი, სამართლიანი, მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ე.წ. მუქარის წერილის ავტორის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

„არანარი ორი განსხვავებული რამ არ მითქვამს. წერილი მივიღეთ გიორგი გახარიასგან, ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ გახარიამ დაბეჭდა თავის კომპიუტერზე. ჩვენ მისგან მივიღეთ ეს წერილი და შესაბამისად, წერილის დედანი ჩავაბარეთ. მე ვთქვი, რომ ვისი დაწერილია, მდივნის, ბიძინა ივანიშვილის, გიორგი გახარიასი თუ სამივესი ერთად, თუ ნაცვლიშვილი ეხმარებოდა და ა.შ, ამას ყველაფერს ნორმალურ ქვეყანაში უნდა ადგენდეს პროკურატურა. იმედია, ძალიან მალე ეს ყველაფერი შეიცვლება, თუ უახლოეს ერთ წელიწადში ეს არ მოხდა, პირობას გაძლევთ, რომ ეს გამოძიება ბოლომდე მივა”, – განაცხადა ხაზარაძემ.

იტვირთბა....