პოლიტიკურ შემოწირულობებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
მათი განცხადებით, პარტია “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე თვეში 200 ათასი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი 150 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო.
მმართველი გუნდისთვის თანხის შემომწირველთა შორის არის სამი კომპანია, მაშინ როცა ოპოზიციურ პარტიას თანხა მხოლოდ ფიზიკურმა პირებმა ჩაურიცხეს. მათ შორის, არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლევან ხაბეიშვილი თითქმის 10 ათასი ლარით, დიმიტრი შაშკინი და რომან გოცირიძე.
ოპოზიცია ბიზნესის რეკეტზე საუბრობს.
“რეკეტი ხდება ბიზნესზე. ანაკლიის პორტი არის ამის ნათელი დადასტურება. ამ დროს ბიზნესმენები უხვად ასაჩუქრებენ “ქართულ ოცნებას” “თავისუფლად სუნთქვის პერიოდში”. ეს ორ რამეზე მეტყველებს ეს. პირველი – ხდება ძალდატანებით და რეკეტით და მეორე – არიან ბიზნესმენები, რომლებიც გარიგებული არიან ოცნებასთან,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მსგავს ბრალდებებს ცინიკურს უწოდებენ უმრავლესობაში.