ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შესაძლოა, მეუფე იაკობის განცხადებები იყოს გამიზნული პროვოკაცია” – თეოლოგი

შესაძლოა, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებები გამიზნული პროვოკაციის ნაწილი იყოს –  ამის შესაახებ განცხადება თეოლოგმა ლევან აბაშიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ ეს პროვოკაცია ოპოზიციის ინტერესებში შედიოდეს.

„დასაფიქრებელია, რომ სწორედ მაშინ, როდესაც დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეუფე შიო, იყო ამერიკაში და შეხვდა იმ პირებს,რომლებიც განსაზღვრავენ ამერიკის პოლიტიკას, ასევე პირებს, ვინს რელიგიის საკითხებს კურირებს, იმის მაგივრად, რომ ვმსჯელობდეთ ამ შეხვედრაზე, იმაზე ვმსჯელობთ, რუსეთის გავლენით დაინიშნა თუ არა მეუფე შიო. ამიტომ, შესაძლოა ასეთ დროს მეუფე იაკობის განცხადებები იყოს გამიზნული პროვოკაცია. ეს შესაძლოა, იყოს ოპოზიციის ინტერესებში”,- განაცხადა თეოლოგმა.

რაც შეეხება სინოდის კრებას, აბაშიძის შეფასებით, სხდომაზე სავარაუდოდ, მეუფე იაკობის სკანდალურ გამონათქვამებს განიხილავენ.

„სინოდის კრების სავარაუდო მიზეზი იაკობის სკანდალური გამონათქვამებია. ეს საკითხები აუცილებლად იქნება განხილული. შესაძლოა, დამატებითი გადაწყვეტილება არც იყოს მიღებული და ვერ გავიგოთ, რაზე იყო იქ საუბარი”, – განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს, ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....