დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს, ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.