საავადმყოფოშია გადაყვანილი 13 წლის მოზარდი, რომელსაც მარჯანიშვილის მოედანზე დაცვის პოლიციის ავტომანქანა დაეჯახა. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს განცხადებით მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.