ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა გორთან მომხდარი ავარიის შედეგად

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

არსებული ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის დამცავი ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უწყებამ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....