მთავარი ციტატა

“ასეთი შეხვედრა არ შემდგარა” – გომელაური მეუფე იაკობის განცხადებაზე

“არანაირ ასეთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ. ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. გამოძიებას რაც შეეხება, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ არ აპირებს გამოძიების დაწყებას”
ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა “ტვ. პირველთან” საუბრისას განაცხადა, რომ  გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური, გიორგი გახარია “ეჩალიჩებოდნენ” პატრიარქის გადაყენებაზე.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა სკანდალური განცხადების შემდეგ, ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა.

იტვირთბა....