“ესაა წინასაარჩევნოდ. მეტი არაფერი. თუკი ამას გააკეთებს, ჩემთან ფულის სასესხებლად არ მოვა. როგორც ტექნოლოგიური უნივერისიტეტი გაკეთდა, ეგრე გაკეთდება წყალტუბოც. ესაა წინასაარჩევნო ტრიუკი”
გოგი წულაია, “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წყალტუბოში მომავალში განსახორციელებელ პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით ის მზადაა საკუთარი ხარჯები გაიღოს და ისე ააღორძინოს კურორტი წყალტუბო.