ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ახალციხეში პოლიციასა და არასრულწლოვნებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა”

ახალციხეში ახალგაზრდები და სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაპირისპირება რესტორან “რაბათის” მიმდებარე ტერიტორიაზე 17 ოქტომბერს მოხდა.

სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციითვე, რესტორანში ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებსა და არასრულწლოვნებს შორის თავდაპირველად სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, მას შემდეგ კი, რაც ერთ-ერთმა ნასვამმა სამართალდამცველმა ახალგაზრდას თავში ჩაარტყა, დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

“მთავარი არხის” ცნობით, დაპირისპირებაში მონაწილე პოლიციელთაგან ერთ-ერთი  – ივანე ჩილინგარაშვილი, რომელმაც ჩხუბის დროს დაზიანებები მიიღო, ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, შსს-ს მომხადრთან დაკავშირებით  არავინ დაუკავებია. ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება.

 

იტვირთბა....