ოდესელმა მასწავლებელმა პაველ ვიქტორმა მოკლე დროში მოახერხა პოპულარობის მოპოვება. რამდენიმე წლის განმავლობაში, ფიზიკასა და მათემატიკაში, ის youtube-ს არხზე ვიდეოგაკვეთილებს წერდა. საბოლოოდ, მან 473 გაკვეთლს მოუყარა თავი და ერთ ბლოკში გააერთიანა, რომელსაც ამ მომენტისთვის მილიონობით ნახვა აქვს. რაც მთავარია, აღნიშნული გაკვეთილები უფასოა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
“ვიდეოგაკვეთლების ქვეშ, მოსწავლეები ისეთ კითხვებს მისვამენ, რომ მეც მიწევს ფიქრი. ეს კი უფრო მეტი ინსპირაციაა ჩემთვის, რომ ვაკეთო საყვარელი საქმე და ცოდნა მივცე იმათ, ვისაც ეს მართლა უნდა” – აცხადებს მასწავლებელი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი მასწავლებლის მიმართ ინტერესი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით. ვიდეოგაკვეთილებით დაინტერესებულები არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები და უფროსი თაობის წარმომადგნელებიც კი.