ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პატრიარქის ჩამოშორება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიგეგმა” – ნესტან კირთაძე

პატრიარქის ჩამოშორება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიგეგმა – ამის შესახებ ინფორმაცია პროფესორმა და ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა ლიდერმა ნესტან კირთაძემ გაავრცელა.

მისივე განცხადებით საქართველოს მომავალი პატრიარქობის კანდიდატებს მოსკოვში განიხილავდნენ. პოლიტიკოსის ინფორმაციით, ასარჩევ სიაში პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო არ შედიოდა, თუმცა კირთაძე იქვე აღნიშნავს, რომ მეუფე შიოს რამდენიმე გავლენიანი ბიზნესმენი ლობირებდა, მათ შორის იყო ლევან ვასაძე. ნ

ნესტან კირთაძე აჟღერებს რუსი ანალიტიკოსის ალექსანდრ დუგინის სახელს და მას მაუფე შიოს ლობისტად მოიხსენიებს.

“მეუფე შიო ასარჩევ სიაში, რომელიც იყო ძალიან მცირე რაოდენობით, მაშინ არ იყო. საუბარია სიაზე, რომელიც ჰქონდათ რუსებს. ჩემი ინფორმაციით, მეუფე შიო მორიგი პატრიარქების ჩამონათვალში არ იყო. რაც დაზუსტებულად ვიცი, პატრიარქის პოსტზე განიხილებოდა, როგორც ქართული ჯგუფიდან, ასევე რუსული ჯგუფიდან მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა. მეუფე შიოს უფრო ლობირებდა ლევან ვასაძე და ქართული წარმოშობის რამდენიმე ბიზნესმენი დუგინთან ერთად. უფრო პოლიტიკური ჯგუფიდან წამოვიდა მეუფე შიოს კანდიდატურა, რომელზედაც ალბათ უარი არ თქვა რუსეთის საპატრიარქომ. ვინაიდან სწორედ მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელებას წინ უძღოდა ილარიონ ალფაევის, რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირის ვიზიტი საქართველოში”- განაცხადა ნესტან კირთაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა  “ტვ. პირველის” ეთერში თქვა, რომ  პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.

აღნიშნულის შემდეგ კი, მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

იტვირთბა....