ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა

“მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით”

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა აღნიშნული განცხადება ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას გაკეთა. 

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, მეუფე იაკობმა “ტვ. პირველის” ეთერში მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პატრიარქმა ბრძანება გამოსცა.

 

იტვირთბა....