ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არსებობს მეუფე იაკობის ფიზიკურად განადგურების საშიშროებაც” – ცოტნე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან ბოდბელი ეპისკოპოსის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გამსახურდიას აზრით, არსებობს მეუფე იაკობის “ფიზიკურად განადგურების საშიშროებაც”, რადგან მან “ბევრი იცის”.

“იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. სწორედ ამაზე ვწერდი ამას წინათ, გამოფხიზლდება და გააჩუმებენ-მეთქი. იქ ყველაზე აქვთ კომპრომატები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სუფთა კაცს ზემოთ უბრალოდ არ აუშვებენ. ამას სულაც არ ვწერ სიხარულით ან ნიშნისმოგებით, უბრალოდ ხაზს ვუსვამ, რა სიბინძურეშია ჩაფლული ინსტიტუცია, რომელიც ერში ყოველმხრივ სამაგალითო უნდა იყოს… ვფიქრობ, არსებობს მისი ფიზიკურად განადგურების საშიშროებაც, რადგან ემოციურად გაუწონასწორებელი და ძნელად სამართავი ტიპაჟია, რომელმაც ბევრი იცის”, – წერს გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა  “ტვ. პირველის” ეთერში თქვა, რომ  პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.

აღნიშნულის შემდეგ კი, მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

იტვირთბა....