„დღეს რომ მკითხოთ, მეორობის მეორე ვადაზე, გულწრფელად გეტყვით, რომ ვიტყვი „არას“. იმდენად რთულია და იმდენად რთულ პირობებში მიწევს საქმიანობა, რომ დღე და ღამე მაქვს გაერთიანებული. ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია. თუ გინდა, რომ მართლა საქმე გააკეთო, უნდა იყო იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დღეს არის მერიც და მერიის თანამშრომლებიც. სხვანაირად შეუძლებელია. ამიტომ ძალიან რთულია. ოჯახი მყავს, შვილები… ძალიან მიჭირს, მაგრამ ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც აღებული მაქვს, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული და იმის ამბიცია მაქვს, რომ როდესაც ჩემს უფლებამოსილებას დავამთავრებ, რომელიც თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მომანიჭა, თბილისი განსხვავებული იყოს“
კახა კალაძე – თბილისის მერი
ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „კვირის თემაში“, წამყვანის კითხვას აპირებს თუ არა მეორე ვადით მერობას.