ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე – სინოდი წელს სავარაუდოდ ჩაინიშნება

„სინოდი წელს სავარაუდოდ ჩაინიშნება, რადგან არ შეკრებილა” , – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააცხადა.

მისი თქმით, უცნობია, კონკრეტულად მეუფე იაკობის განცხადების თაობაზე მოიწვევენ თუ არა სდომას, არ იცის.

„სინოდი წელს სავარაუდოდ ჩაინიშნება, რადგან არ შეკრებილა, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხისთვის შეიკრიბება ცალკე თუ არა, უცნობია. მღვდელმთავრები ითხოვენ, რომ სინოდზე იქნას განხილული ეს საკითხი“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ტვ. პირველის” ეთერში მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.

იტვირთბა....