სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის განცხადებით, ილია მეორის ჯანმრთლობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც “მეტრონომს” ცისანა შარტავამ უთხრა, უწმინდესი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
“ჰქონდა ვირუსული ინფექცია. ერთი დღე ჰქონდა ცხელება. სრული რეაბილიტაციისთვის კი, რამდენიმე დღე სჭირდება“, – აცხადებს ცისანა შარტავა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გუშინ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას გაციების გამო ვერ დაესწრო.