ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კალიფორნიის ტყის ხანძრის გამო, ლოს-ანჯელესის და სონომას ოლქებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ლოს ანჯელესის ოლქში ტყის ხანძარი 17 კვადრატულ კილომეტრზეა გავრცელებული. სტიქია საფრთხეს უქმნის 15 ათას საცხოვრებელ სახლსა და ნაგებობას.

სტიქიის ზონიდან, სადაც ძლიერი ქარის გამო მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ვერ ახერხებნ, 50 000 ადამიანი უკვე ევაკუირებულია. რამდენიმე დასახლებაში დაიხურა სკოლები.

ადგილობრივი მედია კომპანია „პეციფიქ გეზ ენდ ელექთრიქის“ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მასშტაბური ხანძრის გამო, შესაძლოა, მილიონობით აბონენტს ელექტროენერგია შეუწყდეს.

ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ასი სახანძრო მანქანა, ექვსი ვერტმფრენი და ოთხი თვითმფრინავი მონაწილეობს.

კალიფორნიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი გასულ წელს იყო. 2018 წლის სტიქიას 85 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

იტვირთბა....