“ანა დოლიძე საკუთარი ქმედებებით და განცხადებებით ადასტურებს, რომ ის არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი. იუსტიციის საბჭოს წევრობის სტატუსს და ხშირ შემთხვევაში, სხდომათა დარბაზს, იყენებს პოლიტიკური განცხადებების ტრიბუნად, იქმნის გარკვეულ ტრამპლინს იმისათვის, რომ პოლიტიკაში ფორმალურადაც სარფიანად გადაბარგდეს, გაყიდვადი იყოს საპარლამენტო არჩევნებში, 2020 წელს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან სარფიანად გაყიდვადი პოლიტიკოსის სტატუსი შეიძინოს”
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი
შეგახსნებთ, რომ გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს.