ცხინვალის ე.წ КГБ თბილისს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქართული ძალოვანი უწყებები ზნაურის რაიონში მასშტაბურ პროვოკაციებს ამზადებენ.
“ადმინისტრაციულ ხაზთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნამ შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს,” – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტის განცხადებაში,
პარალელურად, როგორც სამხრეთ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა განუცხადა ე.წ. КГБ-ს სასაზღვრო განაწესმა დღეს, დასახლებულ პუნქტ წნელისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული გააჩერა, რომელმაც ე.წ. საზღვარი „დაარღვია“.
„დამკვირვებელთა მსგავსი ქმედება პროვოკაციულია წნელისთან დაკავშირებით სიტუაციის განსამუხტად დაგეგმილი მორიგი ტექნიკური შეხვედრის წინ“, – განაცხადა იგორ კოჩიევმა.