„თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულია საქართველოს მხარის პირობა, რომ სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ რეგულაციის გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში, ანუ დირექტივის დანერგვა უნდა მოხდეს წლის ბოლომდე საკანონმდებლო დონეზე. რაც შეეხება მის აღსრულებას, ახლა მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ბიზნესის შესაბამის წარმომადგენლებთან, იმპორტიორებთან, მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან, როდის ავამოქმედოთ, რომ ისინიც მზად იყვნენ, ვინაიდან მათი მზაობა არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაწილი. რეგლამენტი უკვე მზად არის, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს სათამაშო დრაფტის დონეზე.
რატი ობოლაძე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე