ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“საქართველო არ უნდა იყოს დამნაშავეების თავშესაფარი” – წულუკიანი სუმბაევის ექსტრადირებაზე

ექსტრადირებასთან დაკავშირებული ბრძანება მე გამოვეცი 30 სექტემბრეს – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსი ჰაკერის სუმბაევის ექსტრადირების საკითხს.

“ბატონი იაროსლავ სუმბაევი ექსტრადირება განხორციელდა ლარსის გამშვებ პუნქტზე ის მალე გადაეცემა რუსულ მხარეს. იუსტიციის ბრძანების საფუძველზე რომელიც მე გამოვეცი 30 სექტემბერს მანამდე მაისის თვეში საქართველოს სასამრთლოებმა მისი ექსტრადირება ცნეს დასაშვებად. სამწუხაროა სუმბაევის ადვოკატები მედიასაც ატყუებდნენ, რადგან მე ხელთ მაქვს სტრასბურგის სასამართლოს წერილი და საბოლოო პასუხი რომ სტრასბურგი უარს ამბობს ექსტადირების შეჩერებაზე. რომელი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა იყოს პოტენციური დამნასავე (მათ შორის რუსეთის მოქალაქე) საქართველო არ არის დამნაშავეების თავშესაფარი.” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგანგებოდ დაშნიშნულ ბრიფინზე.

შეგახსენებთ, რომ  რუსი ჰაკერის საქართველოდან ექსტრადაცია განხორციელდა.
კრემლის მიერ დევნილი იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს ლარსისი გამშვებ პუნქტზე გადასცეს.

იტვირთბა....