ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ხორავას ქუჩის საქმე”: მიხეილ კალანდია პროცესების გასაჯაროებას ითხოვს

“ხორავას ქუჩის საქმედ” ცნობილი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, სადაც ოთხი მოწმე დაიკითხა. მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ პროკურორს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა ყველა სხდომის გასაჯაროება.

“პროცესის გახსნის შუამდგომლობა დღეს არ გაჟღერებულა, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული შუამდგომლობით მიმართეს ბრალდების მხარეს, თუმცა ჩვენამდე ეს შუამდგომლობა არ მოსულა,” – განაცხადა საქმის პროკურორმა.

თუმცა, თოდუა აცხადებს, რომ გენერალურ პროკურორს შუამდგომლობა წაკითხული არ აქვს, რადგან ის კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენას” კითხვითაა დაკავებული. მისი თქმით,  დაკითხული 4 მოწმიდან არცერთი არ იძლევა ინფორმაციას, რომ მიხეილ კალანდიამ ჩაიდინა შერაცხული ბრალით გათვალისწინებული დანაშაული.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

„დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა დაგეგმილი იქნა მიხეილ კალანდიასა და მის მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის მიერ და დღეს ისევ მისი ოჯახის წევრებისა და უფლება დამცველებთან შეთანხმებულად ისევ გრძელდება ორი სადისტურად მოკლული არასრულწლოვნის ბულინგი, რაც ემსახურება დროის გაყვანას და ჭეშმარიტების დადგენაში ხელის შეშლას,რასაც 2017 წლის 1 დეკემბრიდან ცდილობდა მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები და თავად მიხეილ კალანდია“, – წერდა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

იტვირთბა....