ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სუს-ი: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადება პროვოკაციულია და დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს

“მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენს იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად”, –  განუცხადეს  “მეტრონომს”  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად.

“ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ადგილზე უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება. პერმანენტულ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – აცხადებენ სუს-ში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში განაცხადეს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ე.წ. საზღვრის მონაკვეთზე მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებენ.

იტვირთბა....