ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მერის მოადგილე 3 მიზეზს ასახელებს, რის გამოც მეტროში ხალხმრავლობა უნდა გიხაროდეთ

თბილისის მერის,  მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ სამი “პოზიტიური” მიზეზი დაასახელა, რის გამოც მოსახლეობას მეტროში ხალხმრავლობა უნდა უხაროდეს.

ხმალაძის თქმით, ეს მიზეზებია:

  • საზოგადოება უფრო აქტიურად იწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობას;
  • ქალაქში ნაკლები საცობი იქნება;
  • ქალაქში ჰაერი ნაკლებად იქნება დაბინძურებული.

ირაკლი ხმალაძემ თქვა, რომ ხალხს ამ მიზეზების გამო უნდა უხაროდეს, თუნდაც 2 საათით იყვნენ გზაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 22 ოქტომბერს თბილისის მეტროში ხალხმრავლობის გამო გადაადგილება ჭირდა. “მეტრონომი” გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

ვითარება მეტროში

ვითარება მეტროში

Gepostet von მეტრონომი • Metronome am Dienstag, 22. Oktober 2019

 

იტვირთბა....