ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნარუჰიტო ტახტზე ავიდა – იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყავს

იაპონიას ახალი იმპერატორი ჰყვას – 59 წლის ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონია რიტუალების დაცვით, ტოკიოს იმპერატორის სასახლეში გაიმართა.

ცერემონიაზე ნარუჰიტომ მოვალეობების შესრულების ფიცი დადო:

“ვფიცავ, კონსტიტუციის შესაბამისად მოვიქცევი და შევასრულებ ჩემს ვალდებულებებს, როგორც სახელმწიფოსა და ერის ერთიანობის სიმბოლო”, – განაცხადა ახალმა იმპერატორმა, რომლის წინამორბედიც, იმპერატორიოაკიჰიტო ტახტიდან გაზაფხულზე, ჯანმრთელობის მდგ0მარეობის გამო გადადგა.

საზეიმო ცერემონიას 180-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მართალია იაპონიის იმპერატორს პოლიტიკური ძალაუფლება არ აქვს, მაგრამ ის ერის ერთიანობის სიმბოლოა.

ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლის გამო, მთავრობამ მსუბუქ დანაშაულში ბრალდებული 550 ათასი ადამიანი შეიწყალა. მაგალითად, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევები.

იტვირთბა....