ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რაც უფრო მალე აღდგება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის, მით უკეთესი იქნება” – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, საქართველოსა და რუსეთს შორის პირადაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მინისტრის თქმით, რაც უფრო მალე განახლდება პირდაპირი ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის.

„ჩვენი აზრით, რაც მალე აღდგება, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის. ჩვენ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, არაერთხელ გვითქვამს – რადგან ფრენების შეჩერებამ დააზარალა უბრალო ადამიანები, ჩვენი ოჯახები, მცირე ბიზნესი და საოჯახო სასტუმროები, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თუ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება და ფრენები აღდგება. ჩვენი შესაბამისი სამსახურები, ვინც საჰაერო სივრცის საკითხებს განაგებს, მზად არიან და უკვე გარკვეული წერილობითი კომუნიკაცია ჰქონდათ, საჭიროების შემთხვევაში დიალოგში ჩაერთონ“, – განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.

 

იტვირთბა....