მთავარი ციტატა

“ექიმს, რომელიც ჩემი ძმის სამედიცინო დასკვნას ხელს აწერს, აშანტაჟებენ” – თორნიკე მამალაძე

„ჩემი ძმის სამედიცინო დასკვნას ის ექიმი აწერს ხელს, რომელიც ჩემ ძმასთან საერთოდ შემხებლობაში არ ყოფილა, ეს ადამიანი ციხის საავადმყოფოში არ შესულა და ისე აწერს დასკვნას ხელს. ამ ექიმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს. მან პაციენტი არ მიიღო, რომელმაც შემდეგში რუსთავში ძმისშვილი მოკლა. მის კომპეტენციას ეს ფაქტიც მოწმობს, ის მოსყიდულია. ჩემი აზრით, მას აშანტაჟებენ და დააწერინეს ის დასკვნა. ეს მიზანმიმართულად ხდება, რომ მერე საპატრიარქოს წარმომადგენლები გამოვიდნენ და თქვან, რომ ჩემ ძმას არაფერი ჭირს“

თორნიკე მამალაძე – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

“ინტერპრესნიუსი”

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა სასჯელაღსრულების დაწესებულების შესაბამისი მიმართვის საფუძველზე „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“ ჩაატარა.

ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ:

„…ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ გამოსაკვლევი პირის ამჟამინდელი ქცევა ატარებს დაყენებით (სიმულაციურ) ხასიათს, რასაც მოწმობს: კლინიკური საუბრის განმავლობაში დაძაბულობა; მეტისმეტი მომაბეზრებელი აქტიურობა „ავადმყოფური სიმპტომების“ წარმოჩენისას, მათი განვითარების უუნარობა, ავადმყოფობის მთლიანი სურათის არ არსებობა, ავადმყოფობის განვითარების დინამიკის არ არსებობა, მოცემული ავადმყოფობის სურათის შეუთავსებლობა ანამნეზთან“.

 

იტვირთბა....