ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

“რა შეიძლება გააკეთოს პრემიერმა 11 თვეში – დევიდ კოპერფილდია თუ იესო ქრისტე?”

“რა შეიძლება გააკეთოს პრემიერმა 11 თვეში, გეკითხებით – დევიდ კოპერფილდია თუ იესო ქრისტე?” – ასე ეხმაურება საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრას, რომელზეც თავად ფადი ასლი არ მიუწვევიათ.

ასლის შეფასებით, საქართველოს საინვესტიციო გარემო თანდათან უარესდება და 2004 წლის მაჩვენებელზეა დასული.

“ჩვენ ასეთ შეხვედრებზე არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ჩვენზე ზეწოლა მოახდინონ, მაგრამ როდესაც ასეთ კონდინციას მიაღწევ, ეს იმას ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხარ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს და მათ ინტერესებს ვემსახურებით და არა საქართველოს მთავრობის ინტერესებს. როგორც არ უნდა ცდილობდეს პრემიერი და მთავრობა აკეთებდეს ყველაფერს, რომ კოვზით მოურიოს შეგნიდან სიტუაცია და საკითხები გადაჭრას, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს ფანჯრიდან მიწას აყრის. შვიდი წლის განმავლობაში, ამ მთავრობას საინვესტიციო კლიმატი მხოლოდ უარყოფითისკენ მიჰყავს და ახლა 2004 წლის მაჩვენებლებზე ვართ დასული. რა შეიძლება გააკეთოს პრემიერმა 11 თვეში, გეკითხებით – დევიდ კოპერფილდია თუ იესო ქრისტე? სანამ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს ქვეყანას, ჩვენ დღითი დღე უკან წავალთ”, – განუცხადა ფადი ასლიმ “მთავარ არხს”.

პრემიერ მინისტრისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების შეხვედრა, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ეკონომიკური ზრდის და დასაქმების თვალსაზრისით ბიზნესის როლს და აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არსებობდეს სწრაფი ეფექტური კომუნიკაცია, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.

 

იტვირთბა....