“მგონი ყველა უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს მსგავსი ინტერესი. ჩვენი გვაქვს ჟურნალისტიკის და მასკომუნიკაციების პროგრამა და ჩვენი სტუდენტების სტაჟირებისთვის, დასაქმებისთვის რატომაც არა.
2 % რამდენად იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ამ თვალსაზრისით გარკვეული გავლენა ვიქონიოთ ტელევიზიის მუშაობაზე, რა გითხრათ. ჩვენ უბრალოდ მეტი ვერ შევიძინეთ, თორემ სიამოვნებით. სხვა ტელევიზიასაც რომ გაეყიდა თავისი წილები იქაც შეიძლებოდა გვეფიქრა შეძენა. ამაზე მეტი ვერ შევძელით, რომ გვქონოდა 10-15 % ყიდვის შესაძლებლობა მასაც შევიძენდით და არამხოლოდ ამ არხის”.
მანანა სანაძე, “საქართველოს უნივერსიტეტის” 50 პროცენტიანი წილის მფლობელი
“ნეტგაზეთი”