ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათია თურნავა – მრჩება შთაბეჭდილება, რომ კონსორციუმთან ასოცირებულ პოლიტიკოსებს ყურადღება, სხვა უფრო პოლიტიკურ სიბრტყეში გადააქვთ

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება ყურადღების გადატანა კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ, სხვა უფრო პოლიტიკურ სიბრტყეში, პოლიტიკურ პროცესზე”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავავ განაცხადა და მოუწოდა მათ, ფუჭად არ გაფლანგონ დრო.

“მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება ყურადღების გადატანა კონსორციუმთან ასოცირებული პოლიტიკოსების მიერ, სხვა უფრო პოლიტიკურ სიბრტყეში, პოლიტიკურ პროცესზე, მათ შორის, გამოძიებასთან დაკავშირებული სხავადასხვა მომენტის სწორედ ახლა წარმოჩენით, როდესაც აქამდეც იყო ამის შესაძლებლობა, იმის მაგივრად, რომ 24-საათიან რეჟიმში იყვნენ კონცენტრირებული მათი ძირითადი ვალდებულების შესრულებაზე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. მე მოვუწოდებ, რომ ფუჭად არ გაფლანგონ ეს დრო,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

იტვირთბა....