ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის თქმით, რესპუბლიკა მზადაა უკან დაბრუნოს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები, რომლებიც სირიაში იბრძოდნენ.
„ჩვენ მათ სიამოვნებით მივიღებთ. თეატრის ბილეთებს გადავცემთ თუ ადგილს სასაფლაოზე, ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა მან ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
კადიროვმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეჩნეთს შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და რუსეთის ჯარებს შეუძლიათ წესრიგი აღადგინონ სირიაში.
ცნობისთვის, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ასობით ჩრდილოეთ კავკასიელი იბრძოდა.