შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს შაქშაქეთის საგუშაგოდან სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზის მიმართულებით გადაადგილების საშუალება მისცეს.
გამყოფი ხაზის პერიმეტრზე უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები არ მიმდინარეობს. იმ ბოძებზე, რომლებიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ დაამონტაჟეს, ლითონის ბადეები უკვე დამაგრებულია.
რამდენიმე წუთის წინ ე.წ. სასაზღვრო ნაგებობების მეორე მხრიდან შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, რომლებიც ქართველ პოლიციელებს და მედიის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებენ და დურბინდებით აკვირდებიან
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქარელის რაიონის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს.