ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია” – ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს აგრძელებენ

სოფელ ატოცის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებენ და აცხადებენ, რომ „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია“. როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამუშაოების შეწყვეტას არ აპირებენ.

„რუსეთი ყველასთვის საფრთხეა და მაშინ უნდა წავიდეთ ყველანი საერთოდ საქართველოდან. ასე არ გამოვა“, – აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები იოსებ ზანაძე.

ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ქართველი პოლიციელები, მედიის წარმომადგენლები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 19 ოქტომბერს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს.

იტვირთბა....