ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი “შინდისი” გახდა

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი” გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმმა კინოფესტივალის გრანპრი მიიღო, დიტო ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმს საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

ფილმი საქართველოს კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად შეარჩია.

იტვირთბა....