"სოფელ ატოცთან მავთულხლართების უკანონო მონტაჟი შეჩერებულია" - სახელმწიფო მინისტრის აპარატი - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სოფელ ატოცთან მავთულხლართების უკანონო მონტაჟი შეჩერებულია” – სახელმწიფო მინისტრის აპარატი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონოდ გაკეთებულ ბოძებზე ​ამონტაჟებდნენ მავთულხლართებს და გარკვეული ტერიტორია იქნა გადაღობილი – ამის შესახებ განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლმა ზვიად ზვიადაძემ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის, პროცესი შეჩერებულია.

„მიმდინარეობდა უკანანო ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც რუსული საოკუპაციო ძალა ახორციელებს, ამ წუთისთვის ეს პროცესი შეჩერებულია. ეს არის პირველ რიგში რუსული მხარის პროვოკაცია, რომელსაც ხშირად მიმართავს. ეს მიმართულია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს ასარევად. ყოველთვის დაძაბულობაში უნდა რუსეთს რომ ამყოფოს ადგილობრივი მოსახლეობა და მთელი ქვეყანა, რაც მიმართულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ. სახელმწიფო უწყებები 24-საათიან რეჟიმში თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს და მაქსიმალურს ვაკეთებთ ამ უკანონობის შესადარებლად.

საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე ინფორმირებულია, გააქტიურებულია ცხელი ხაზიც. კონკრეტულად კრავდნენ ე.წ. მავთულებს უკანონოდ გაკეთებულ ბოძებზე და გარკვეული ტერიტორია იქნა გადაღობილი“,- განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს.

ამავე თემაზე
იტვირთბა....