ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სოფელ ატოცში თვეების წინ დამონტაჟებულ ბოძებს ღობეებს უკეთებენ” – ქარელის მერი

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, სოფელ ატოცში მიმდინარეობს სამუშაოები, თვეების წინ დამონტაჟებულ ბოძებს ღობეებს უკეთებენ.

როგორც ზაზა გულიაშვილმა განაცხადა, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

„ატოცში მიმდინარეობს სამუშაოები. თვეების წინ დამონტაჟებულ ბოძებზე აკეთებენ ღობეებს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, ყველა სტრუქტურა. ამ ეტაპზე სიმშვიდეა. ვერ გეტყვით რამდენი რუსი სამხედროა, მარტო რუსები არ დგანან, დგანან ადამიანები რომლებიც მუშაობენ“, – განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქარელის რაიონის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს.

იტვირთბა....