ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ერთადერთი სინანული, კოალიციაში 4 წელი ყოფნისას ის მაქვს, ამ მაფიოზებს რომ ვერ მოვერიე”

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ის ამ განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და ამბობს, რომ ერთადერთი სინანული, რომელიც სახელისუფლებო კოალიციაში 4 წლის გამო მას მაქვს, ამ “მაფიოზებს რომ ვერ მოერია ის არის”.

“იქნებ დაგვიზუსტონ სხვადასხვა სფეროს მაფიოზებმა რა მასშტაბის უნდა იყოს მსხვერპლი ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები რომ არ გვაკადრონ, სინანული გილწრფელი იყოს და ამ გულწრფელობის დასტურად გატარებული ღონისძიებები ეფექტური. ჩვენ არაფერ შუაში ვართო დაადგინეს მყისიერად. ერთადერთი სინანული, რომელიც სახელისუფლებო კოალიციაში 4 წლის გამო მაქვს ამ მაფიოზებს რომ ვერ მოვერიე ეს არის” – წერს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, 29 წლის მაღაროელი ჭიათურაში გუშინ, ღამით დაიღუპა.

მომხდარს გამოეხმაურა  პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა. 

 

 

იტვირთბა....