ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 29 წლის მაღაროელი დაიღუპა.
პროფკავშირების ინფორმაციით, ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.
ამ წუთებში, ადგილზე იმყოფება ჭითურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა სამხარაძე.
ამასთანავე, ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.