ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჯორჯიან მანგანეზი” – წინასწარი ინფორმაციით, მაღაროელი სანგრევი სამუშაოების დროს დაიღუპა

“ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებით დარკვეთის მაღაროში 29 წლის მაღაროელი სანგრევი სამუშაოების დროს დაიღუპა.

კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს.

“დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა.
ამ დროისთვის “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს.
“ჯორჯიან მანგანეზი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს”. – აცხადებენ “ჯორჯიან მანგანეზში”.

29 წლის მაღაროელი ჭიათურაში გუშინ, ღამით დაიღუპა.

მომხდარს გამოეხმაურა  პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა. 

იტვირთბა....