ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 29 წლის მაღაროელის გარდაცვალებას ეხმაურება პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა და აღნიშნავს, რომ გაგა ბოჭორიშვილს დარჩა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი.
მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში, არათუ ღირსეული შრომა ან ღისრსეული სიცოცხლეა მიღწევადი, არამედ სიცოცხლის უფლებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
“დღეს კიდევ ერთი მუშა დაიღუპა ჭიათურაში
25 წლის დასაქმებული, რომელსაც დარჩა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი. ტრაგედია საწარმოო პროცესის დროს, რამდენიმე წუთის წინ მოხდა…
ადამიანის სიცოცხლეზე დიდი ფასეულობა არ არსებობს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, არათუ ღირსეული შრომა ან ღისრსეული სიცოცხლეა მიღწევადი არამედ ზოგადად სიცოცხლის უფლებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი სისტემის გამო, ასეთი შემთხვევების თავიდან აცილება კვლავ ვერ ხერხდება და სტატისტიკა გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხო შრომის ცნება კვლავ დიდ ფუფუნებას წარმოადგენს.
პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა მანამ გააგრძელებს ბრძოლას სანამ არ იარსებებს უსაფრთხო და ღირსეული შრომა”, – აცხადებენ პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობაში.
29 წლის მაღაროელი ჭიათურაში გუშინ, ღამით დაიღუპა.