ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ ვამართლებ ჩემს შვილს” – ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა

“ვგმობ ამ სასტიკ დანაშაულს”, – აღნიშნული განცხადება ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის, ირაკლი დეკანოიძის მამამ, მერაბ დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძეს თქმით, მისი შვილი მკვლელობამდე მიიყვანეს. მისივე განცხადებით, ნათია გოგალაძის ოჯახი ირაკლი დეკანოიძეს შვილებს არ აჩვენებდა და ამასთან, ყოფილ ცოლს სხვა მეგობარი ჰყავდა.

„მე მინდა მთელ საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო მომხდარის გამო, ასეთი დიდი ტრაგედიის გამო… არ ვამართლებ ჩემს შვილს”, – განაცხადა მერაბ დეკანოიძემ გადაცემაში „სხვა ნანუკა“.

ხაშურში, 11 ოქტომბერს 32 წლის ირაკლი დეკანოიძემ ყოფილი მეუღლე 30 წლის ნათია გოგალაძე ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით მიყენებული დაზიანებებით მოკლა. დეკანოიძეს პატიმრობა შეეფარდა.

 

იტვირთბა....