“ძალიან მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ 6 წელი შეუფარდეს. ველოდი, რომ უფრო მეტი სიმკაცრით დაისჯებოდა. გასაგებია, რომ არასრულწლოვანია და შესაძლოა, ამის გამო არ შეუფარდეს უფრო მკაცრი სასჯელი, მაგრამ მგონი, კანონში ისიც წერია, 3 წელს მიუღწეველ ბავშვს თავის დაცვა რომ არ შეუძლია და როცა ასეთს კლავ, უფრო მკაცრად უნდა დაისაჯო. ჩვენ ვერ ვნახეთ, რომ თუნდაც ამ ფაქტის გამო ის მკაცრად დასჯილიყო. შვილს რომ კლავ და განზრახ მკვლელობა რომ არის, ამაზე საერთოდ არ მაქვს საუბარი. 21 წლის ვარ, მეც საკმაოდ პატარა ვარ იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ფაქტი გადავიტანო. მძიმე კი არა, უმძიმესია. ყოველდღე ავდივარ შვილის საფლავზე და მაქსიმალურად ვცდილობ, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, თუმცა, ეს არ გამომდის, ძალიან რთულია, ყურადღების სხვა რამეზე გადატანა”.
მიშო დვალიშვილი, კასპში არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული 7 თვის ბავშვის მამა
ის ამ განცხადებით სასამარტლოს მიერ, მისი ცოლისთვის გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.
წყარო – ipn.ge