aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“როდის იყო გია ყარყარაშვილი თავდადებისა სიმბოლო? კოლხურ კოშკში თავს რომ დაგვესხა და გამსახურდიას ცოლ-შვილის მძევლად აყვანა რომ უნდოდა?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვას, რომელიც საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს გია ყარყარაშვილს ეკუთვნოდა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება. ღარიბაშვილის თქმით, „გია ყარყარაშვილი შეუპოვრობის, თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლოა“.

“როდის იყო გია ყარყარაშვილი თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლო? ალბათ 1991 წლის 22 დეკემბერს, როდესაც სამაჩაბლოში პოზიციები მიატოვა და რუსთაველზე წამოვიდა ქართველებისთვის ტყვიის სასროლად? თუ მაშინ, როდესაც მისი ბანდა კოლხურ კოშკში დაგვესხა თავს, რათა ზვიად გამსახურდიას ცოლ-შვილი მძევლად აეყვანა? იქნებ მაშინ, როდესაც ამბობდა, მზად ვარ შევაკლა 100 ათასი ქართველი, რათა 90 ათასი აფხაზი გავწყვიტოო? ჰო, აი, ასე: საბჭოთა არმიის ლეიტენანტი და თბილისის ომში გაგენერლებული 25 წლის ყარყარაშვილი წყვეტდა ასიათასთა ბედს…

შეიძლება მაშინ იყო ყარყარაშვილი სამშობლოს სიმბოლო და რაინდი, როდესაც აფხაზეთში რუსებთან ბრძოლის შემდეგ რუსულ გენშტაბში წავიდა სასწავლებლად? აღარაფერს ვამბობ იმ ძარცვასა და კორუფციაზე, რომელშიც მან თავი გამოიჩინა…

მაგრამ ამ ყველაფრის გაგებას განა შეძლებს ბიძინას მექრთამე ლაქია, რომელმაც მილიონები მოიპარა და კარიდან წიხლით გააგდეს, მაგრამ ფანჯრიდან ისევ შემოძვრა? ამათთვის, საქართველოსთვის მებრძოლი ყარყარაშვილია, საქართველოს აღმშენებელი – ედუარდ შევარდნაძე, კანონის დამცველი – თამაზ თამაზაშვილი, ხოლო ბიძინე – თლათ ილია ჭავჭავაძეა…

ასე რომ, ერო, ამათგან არაფერია გასაკვირი. სწორედ ის პრიორიტეტები აქვთ, როგორიც უნდა ჰქონდეთ. ერთი ჰკითხეთ ვინმემ “თავდაცვის მინისტრს”, წამით თუ დაინტერესებულა წაღვლი-ჩორჩანის ტყეში რა ხდება, ხაშურის რაიონს რომ გვაჭრიან რუსები?” – წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანებს 17 ოქტომბერი-ვეტერანის დღე მიულოცა და ქვეყნის წინაშე გამოჩენილი თავდადებისა და თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „გია ყარყარაშვილი შეუპოვრობის, თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლოა“.

იტვირთბა....