საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მორიგი 12-კაციანი ჯგუფი წარადგინა.
“ლელოს” ამჯერად ბიზნესმენი კახა ხაზარაძე, ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი ნატალია ბარათელი, რესტორატორი და სომელიე ლევან ქოქიაშვილი, ინჟინერ-მექანიკოსი, კომპანია „კე-დე-ვეს“ გენერალური დირექტორი და ვეტერანი სპორტსმენი ვაჟა სამადბეგიშვილი, პოეტი და მხატვარი ლაშა მარგიანი, ფილოლიგი და მთარგმნელი მარიამ თავაძე, ბიზნესმენი ალექსანდრე რატიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი ლევან ლომთაძე, პროფესორი გიორგი ბიჭიაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გიორგი მჭედლიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი კუცია, სამოქალაქო აქტივისტი მარიამ აფსარიძე შეუერთდნენ.