უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწადნახევარია, ავრცელებენ ერთსა და იმავე განცხადებას, თუმცა მისი დიპლომის არაკანონიერებასთან დაკავშირებით, მათ არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ.
„ამას აკეთებენ წელიწადნახევრის განმავლობაში. ამ პოლიტიკურ ბოდვებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ“, – აცხადებს შალვა თადუმაძე.
თადუმაძემ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე გააკეთა.