“ოკუპაცია არის სირცხვილი, ბორდერიზაცია, რომელიც იმ ოკუპაციის შედეგია,არის სირცხვილი. საქართველოს საკითხის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან გაქრობა – არის სირცხვილი.რაც მე დღეს ოპონენტების მხრიდან მოვისმინე, ეს იყო შეურაცხმყოფელი მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და იმ დიპლომატებისთვის, რომლებიც მუხლჩაუხრელად, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მეც ვიყავი ოპოზიციაში ბევრ თქვენგანთან, მაგრამ არასდროს წავსულვარ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ”.
დავით ზალკალიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი