მთავარი ციტატა

“სად მიდის და მიექანება კუბლაშვილი თავისი გადაფსიხებული რეპუტაციით?”

“მარიამ კუბლაშვილს უთქვამს თამთაზე “დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდო.” ჯერჯერობით რასაც კუბლაშვილი გულდასმით ასამარებს, ეს საკუთარი რეპუტაციაა და, ღმერთმანი, კარგად გამოსდის.
ახლა რაც შეეხება ზოგადად დაზარალებული ქალის დასამარების ავადმყოფურ სურვილს. საერთოდ, როგორ შეიძლება დადო თავი ვიღაც ბონძღ, გაზულუქებულ და აქამდეც ოღრაშობაში შემჩნეულ უცხო კაცზე? ილია ჯიშკარიანისთვის რატომ უნდა გაიფუჭოს ადვოკატმა კარიერა? საქმის მასალების გათვალისწინებით, (ნანახი კი უნდა ჰქონდეს მარიამს, თუმცა ეგეც მეეჭვება უკვე), დიდი შანსია, რომ მიკერძოებული პროკურატურის პირობებშიც კი მოვიგოთ ეს საქმე და მერე სად მიდის და მიექანება კუბლაშვილი თავისი გადაფსიხებული რეპუტაციით?

ბაია პატარაია – “საფარი”

სოციალური ქსელი

კუბლაშვილმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა: ჯიშკარიანისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხია, ვინც მისი სახელი და გვარი შემოხაზა არჩევნებში. უნდა, რომ ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. კაცია და ვერ იჭორავებს, არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი, მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ”

ამავე თემაზე იხილეთ კუბლაშვილის განცხადება.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

ჯიშკარიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

 

იტვირთბა....