“მივმართავ ჩემს კოლეგას [თამარ ლუკავა] დიდი პატივისცემით, ამ მთელს დაძაბულ, ბინძურ და უსამართლო ბრძოლაში, ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელიც მიტოვებს იმედს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება შევინარჩუნოთ კოლეგიალობა და ურთიერთპატივისცემა…
ბოლოს გავრცელებულ ჩემს კომენტარს რაც შეეხება, რომ მე – ,,მაგას დავამთავრებ და დავასამარებ”, , სახელი არც მიხსენებია, აქ ვსაუბრობდი მრავლობით ფორმაში…მომისმინეთ მე და მერწმუნეთ, ვარ დარწმუნებული რასაც ვაკეთებ, მჯერა და მწამს ჩემი სიმართლის, ჩემი კლიენტის სიმართლის და ნუ დამსჯით, მომიტევეთ, მე ხან ემოციური, ხან ზედმეტად პირდაპირი ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი რასაც ვაკეთებ. ნუ ჩქარობთ, დამელოდეეთ!”
მარიამ კუბლაშვილი – თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი.
სოციალური ქსელი
კუბლაშვილმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა: ჯიშკარიანისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხია, ვინც მისი სახელი და გვარი შემოხაზა არჩევნებში. უნდა, რომ ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. კაცია და ვერ იჭორავებს, არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი, მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ”
შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
ჯიშკარიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.